თავისუფლება

თავისუფლება
• განასხვავებენ თავისუფლების ორ მნიშვნელობას - უარყოფითს (ნეგატიურს) და დადებითს (პოზიტიურს). თავისუფლება უარყოფითი აზრით, შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლობას და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესა მოქმედებს საკუთარი ნებით - ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით - ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს არა საკუთარი, არამედ სხვისი ნების კარნახით ე.ი. იძულებით თავისუფალია მხოლოდ ისეთი ქცევა, რომელიც სრულდება ნებაყოფილობით და არა იძულებით. საკუთარი და არა სხვისი ნების რეალიზაცია არის თავისუფალი ქცევის აუცილებელი პირობა. თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს, მაგრამ მას ის ნებავს, რაც აუცილებელი და სავალდებულოა. სწორედ ამ აუცილებლისა და სავალდებულოს ამოცნობა და განხორციელება უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. არსებობს აკრძალვები სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კანონებში, მაგრამ მთავარი ცენზორი, პასუხისმგებლობის თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასიხისმგებელია თავის ქმედებისთვის: პოლიტიკოსი - თავისი პოლიტიკური საქმიანობისათვის (პოლიტიკური პასუხისმგებლობა), სისხლის სამართლის დამნაშავე დანაშაულის ჩადენისა და თანამონაწილეობისათვის - (იურიდიული პასუხისმგებლობა). ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული კი საკუთარი სინდისი და საზოგადოებრივი აზრია
• გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის აზრით, თავისუფლება ,,პირველი სიკეთეა კაცისა“. თავისუფლება ქადაგებს - ,,სხვას არ გაუკეთოს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“, რომ ,,შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“.
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004,
• სწრაფვა ცნობიერების ფორმისა და შინაარსის დაძლევისაკენ.
Source: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "თავისუფლება" в других словарях:

  • თავისუფლება — Tavisoupleba თავისუფლება (ka) Tavisoupléba (ka) La Liberté …   Wikipédia en Français

  • გამოხატვის თავისუფლება — • დათმობილი აქვს კონვენციის მე 10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს… …   Georgian encyclopedia

  • პრესის თავისუფლება — • დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას… …   Georgian encyclopedia

  • ინფორმაციის თავისუფლება — • ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • ადამიანის ერთ ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება,… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიის თავისუფლება გერმანიაში — გერმანიაში რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით და გერმანიის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ძირითადი ტრადიციული რელიგიები წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ განათლებისა და… …   Georgian encyclopedia

  • ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება — ინფორმაციის თავისუფლება გავლენას ახდენს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლებებთან. ინფორმაციის თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ინფორმაციის …   Georgian encyclopedia

  • ინდივიდუალური რელიგიის თავისუფლება — იცავს რელიგიურ, აგრეთვე მსოფლმხედველობრივ შეხედულებას, რწმენას. კონკრეტულად რწმენის თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, თავად ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს თავისი რელიგიური თუ არარელიგიური (ათეისტური) რწმენა სამყაროში ადამიანების… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე 9 (1) მუხლის თანახმად, „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“, თუმცა ცნებები „აზრი, სინდისი და რელიგია“ არ არის განსაზღვრული და არც „თავისუფლების“ ნათელი დეფინიციაა მოცემული ამ მუხლში.… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიის თავისუფლება თურქეთში — თურქეთი, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ყოველგვარი ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ დეკლარაციას. ამასთანავე, თურქეთი შეუერთდა… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიის თავისუფლება ნიდერლანდებში — ნიდერლანდებში რელიგიის თავისუფლება სათავეს მე 16 საუკუნის რელიგიური ომების დროიდან იღებს, რის შედეგადაც პირველად მოხდა რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური აღიარება 1579 წელს, თუმცაღა საკმაოდ შეზღუდული ფორმით. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»